- დასკვნა აკადემიურ წერაში
- არგუმენტირებული ესეს უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რადგან ის აჯამებს ავტორის პოზიციას და საბოლოო შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე. შესავლის მსგავსად, ისიც სამ ძირითად ფუნქციას ასრულებს: • ავტორის არგუმენტების შეჯამება თითო წინადადებით; • თეზისის გამეორება, ოღონდ სხვა სიტყვებით, რომ ავტორმა კიდევ ერთხელ დააფიქსიროს პოზიცია, მაგრამ მკითხველისათვის მოსაბეზრებლად არ ჟღერდეს; • პრობლემის განხილვა მომავლის ჭრილში, რაც მკითხველს საფიქრალს დაუტოვებს, ვთქვათ, თუ როგორ გამოიყენოს მოცემული ესე რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციაში.Source: წულაძე ლია. აკადემიური წერა: ინტენსიური სემინარი სოც. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / ლია წულაძე; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
Georgian encyclopedia. 2013.